ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
14/11/2014
ვებგვერდი, 19/11/2014
010250050.35.121.016128
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/11/2014 - 25/01/2018)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური  ქონების  მართვის  სამსახურის  დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



        დანართი №1

 

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და

მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას,  განხორციელებას და მუნიციპალური ქონების მართვას.

2. სამსახური  თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ვანი, თავისუფლების ქ. N 65.


მუხლი 2. სამსახურის  სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის შემდეგი მოხელეებისაგან:

ა) მთავარი სპეციალისტი ეკონომიკური განვითარების საკითხებში;

ბ) მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში;

დ) წამყვანი სპეციალისტი.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით;

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად;


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. ეკონომიკური განვითარების  მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

2. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

3. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

4. წინადადების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

5. მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

6. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

8. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

9. წინადადებების მომზადებას  მუნიციპალური ქონების მართვისა და  განკარგვის საკითხებზე;

10. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების და სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

11. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

12. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

13. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების  და საჭიროებების განსაზღვრას;

14. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

15. მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლასა და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას;

16. მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

17. მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ინფტასტრუქტურის ობიექტების შექმნის თაობაზე წინადადების მომზადებას;

18. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
  1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.