დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016127 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/11/2014 - 15/03/2018)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მათ მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი |
1. პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. პრემიის გაცემა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1. პრემია გაიცემა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის ან/და ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს შეფასების და დასაბუთების საფუძველზე.
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 3. პრემიის მიზანია გამგეობის თნამდებობის პირთა და სხვა მოსამსაურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები) პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს გამგებელს, რისთვისაც იგი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს გამგებელი შესამაბიმისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ საკითხის ინიციირების შემდეგ. მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). |
მუხლი 6.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები