დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016193 |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქ ბოლნისის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1). |
| მუხლი 3 |
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. |
| მუხლი 4 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალეფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა. |
| მუხლი 5 |
აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა. |
| მუხლი 6 |
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე. |
| მუხლი 7 |
1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. |
| მუხლი 8 |
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. |
| მუხლი 9 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 10 ოქტომბრის №192 დადგენილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის განთავისუფლების რეგულირების შესახებ. |
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
1.
გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. ჟურნალ-გაზეთები; 2. წიგნები; 3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; 4. ყვავილები; 5. ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); 6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). |
2.
სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); 2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); 3. ღია კაფეების მოწყობა; 4. შეშა; 5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები