დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 20/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 250.000.000.05.001.002.181 |
საქართველოს კანონი
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 13) 401 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის და ასეთ საფუძველზე ამ კანონით დადგენილი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების სარგებლობის უფლება საწარმოს აქვს მხოლოდ ორჯერ, ხოლო რეაბილიტაციის სპეციალური რეჟიმით სარგებლობის უფლება – მხოლოდ ერთხელ.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი მოვალის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს. აღნიშნული გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს 9 თვეზე ნაკლები და 18 თვეზე მეტი (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების გაგრძელების კონკრეტული პერიოდი ამ შემთხვევაში განისაზღვრება ასეთი საწარმოების განცხადებების მიხედვით).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 მარტი.
№2740–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები