დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016195 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადაგენილებაში (სსმ. 30/12/2013, 190020020.35.154.016151 სარეგისტრაციო კოდი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათ. ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3,913.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,025.7ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,025.7ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვა- 145.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით,საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. |
7.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია-3,086.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუცია და მოვლე-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა დადაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები. |
8.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცის და მოვლა შენახვა- 610.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია. ბ)კომუნალური ინფრასტქუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1,711.9ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
9.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“, „ბ.დ“, ,,ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 333.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. ასევე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფ. ჟებოტის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და გამანაწილებლის მოწყობა. ბ.დ) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა - 603.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება დაბა თიანეთის სანიაღვრე არხის გაწმენდის სამუშაოების დაფინანსება. აღნიშნული არხი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ფუნქციის შესრულებას უხვი ნალექის დროს და საჭიროებს გაწმენდას. არსებული საკითხის მოგვარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ხშირი წვიმებისას წარმოშობილ პრობლემებს. ბ.ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შებობების რეაბილიტაცია - 234.7 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია. ბ.ვ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 335.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ არტანთან მდინარე იორზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. |
10.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები - 53.4 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა; |
11.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი- 540.2 ათ. ლარი. (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.“ |
12.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 119.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი გამოყოფილი თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად: ა.ა.) სპორტული სკოლების ხელშეწყობა- 102.4 ათ. ლარი(პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. სპორტული სკოლის დაფინანასება, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წეისის დამკვიდრებას. |
13.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კულტურული განვითარების ხელშეწყობა - 383.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 26.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები.ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, იგეგმება კონკურსები და ფოლკროლური კონცერტი. |
14.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 37.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების კომუნალური ხარჯების დაფარვა აგრეთვე საკათედრო ტაძრის მშენებლობის სუბსიდირება. |
15.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები