,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016122
41
14/11/2014
ვებგვერდი, 17/11/2014
010250050.35.121.016122
,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №41

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული     აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში:
1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ  ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:

ა) სატრანსპორტო ხარჯები(საწვავის,ავტომანქანის მომსახურების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯები)

ბ) საკრებულოს კომისიის და ფრაქციის სხდომების და ამომრჩეველთან შეხვედრის დღეებში ერთჯერადი დღიური ხარჯები.

გ) საკომუნიკაციო ხარჯები

დ)სამივლინებო ხარჯები

 ე) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯები

 ვ)საკრებულოს მუშაობის პერიოდისათვის მისი ძირითადი სამუშაოდან განაცდურის ანაზღაურების ხარჯები.

 ზ) სხვა ხარჯები(საფოსტო,საკანცელარიო და ინტერნეტის ხარჯები)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურება ხდება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე ფაქტიური დასწრების აღრიცხვის მონაცემების მიხედვით საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული გამოანგარიშების და ანაზღაურების წესის შესაბამისად;  ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურება ხდება საკრებულოს მირ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

3. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით“.

2. დადგენილების 47-ე მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს (თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას“.

3. დადგენილების 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი

1. საკრებულოს სხდომა იწყება დღის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:

ა) დილის სხდომა  12.00-დან 14.00-მდე;

ბ) საღამოს სხდომა  15.00-დან 18.00-მდე.

გ) შესვენებები: 14.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი