დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2045 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018013 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2045
2014 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ
1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმი.
2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №3 სხდომაზე განხილულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მიღებული №1 და №2 გადაწყვეტილებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები