დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2039 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018010 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2039
2014 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები, შემდეგ საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე:
ა) საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი) – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი–ნორგიუღი–მუღანლო–ქესალოს საავტომობილო გზის კმ16–კმ25 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
გ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის კმ17-კმ21 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
დ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი–ბაღდათის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთის პერიოდული შეკეთება;
ე) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი–ვანი–დაფნარის საავტომობილო გზის კმ16-კმ22 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ვ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო–ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის კმ1-კმ5,5 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ზ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–გეგუთი–საყულია–ბაში–იანეთის საავტომობილო გზის კმ6–კმ7 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
თ) ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული–ლომთაგორა–ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2014–2016 წლებში, განახორციელოს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული–ლომთაგორა–ალგეთისსაავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურება, შესაბამისი წლისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები