სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018003
  • Word
2033
07/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.018003
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2033

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველერთეულებს გამოუყოს 1 855 457 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი)ლარი, მათ შორის:

ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 833 444 (რვაას ოცდაცამეტი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 696 098(ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 248 915(ორას ორმოცდარვა ათას ცხრაას თხუთმეტი) ლარი ,მათ შორის: 6 050 (ექვსი ათას ორმოცდაათი) ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო 242 865 (ორას ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

დ)ჭიათურის მუნიციპალიტეტს - 77 000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი. მათ შორის: 2 000 (ორი ათასი) ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ხოლო75 000(სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა , უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის, ჩოხატაურის დალენტეხის მუნიციპალიტეტებმა , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტისშესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                             . ღარიბაშვილი