„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018002
  • Word
2032
07/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.018002
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2032

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის 1.3, 1.8, 1.19, 1.23, 1.24, 1.36, 1.46, 1.59 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 826 273 (ორი მილიონ რვაას ოცდაექვსი ათას ორას სამოცდაცამეტი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.8 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 038 559 (ორი მილიონ ოცდათვრამეტი ათას ხუთას ორმოცდაცხრამეტი) ლარი დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინან-სებლად;

1.19 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 919 947 (ერთი მილიონ ცხრაას ცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი) ლარი დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.23 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 942 951 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებ-ლად;

1.24 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 446 650 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.36 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 519 824 (სამი მილიონ ხუთას ცხრამეტი ათას რვაას ოცდაოთხი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.46 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 998 791 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

„1.59 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 749 924 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრა ათას ცხრაას ოცდაოთხი) ლარი დანართი №59-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

ბ) დანართები №1, №3, №6, №8, №19, №22, №23, №24, №36, №38, №40, №46, №51, №55, №56, №59, №62, №63 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი