დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2031 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2031
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებულიუძრავინივთების შპს ,,მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირიმიყიდვისფორმითპრივატიზებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე 221267 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.07.67.023) და ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 117047 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.07.67.022) მიწის ნაკვეთი, პირდაპირიმიყიდვისფორმით, 182690 (ას ოთხმოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მეღვინეობა ხარებას“(ს/კ №404427928).
2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:
ა)საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების საერთო ფართობის არანაკლებ 70%-ზე საფერავის ჯიშის ვაზის გაშენება;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,არანაკლებ 1 018 700 (ერთი მილიონ თვრამეტი ათას შვიდასი) ლარის ინვესტიციისგანხორციელება.
3. შპს „მეღვინეობა ხარება“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 1%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები