საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017997
  • Word
2028
07/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017997
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2028

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში - ცენტრი) აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის - „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს ტუბერკულოზის და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (9 ერთეული GeneXpert-ის პლატფორმა (აპარატი) სადიაგნოსტიკო აპარატების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესყიდვებზე ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს ცენტრს, აპარატების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან გააფორმოს ხელშეკრულება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი