საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017992
  • Word
2019
05/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017992
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2019

2014 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 575 317 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ათას სამას ჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 145 140 (ას ორმოცდახუთი ათას ას ორმოცი) ლარი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის „სიმინდის კუნძული“ პიარკამპანიის საწარმოებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;

გ) 139 950 (ას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი – პროექტის „სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი: ვეფხისტყაოსანი“ დასაფინანსებლად;

დ) 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარების ხარჯების დასაფინანსებლად;

ე) 50 227 (ორმოცდაათი ათას ორას ოცდაშვიდი) ლარი – სსიპ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ განათების, გახმოვანების და ინტერნეტქსელის სისტემების მოწყობა-განახლების ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი