„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017990
  • Word
2018
05/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017990
„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2018

2014 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (შემდგომში - ფესტივალი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

დავით შავლიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

ალექსანდრე ჭიკაიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დავით ნარმანია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ლერი ხაბელოვი - ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

ალექსი ახვლედიანი - ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი