დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017986 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2009
2014 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №30, №32, №33, №35, №36 და №37 კვარტლებში 5 000 (ხუთი ათასი) მ3 ხე-ტყის მოცულობის ტყეკაფების გამოყოფა.
2. ა(ა)იპ - ასოციაცია ატუმ 5 000 (ხუთი ათასი) მ3 ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით.
3. ა(ა)იპ - ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-2 და მე-4 კატეგორიებისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
4. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.
5. ა(ა)იპ - ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები