შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017984
  • Word
2008
04/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017984
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2008

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის სერვისცენტრების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) განახორციელოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში - 18 მ3, ახალციხის სატყეო უბანში - 15 მ3, ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბანში - 54 მ3, ადიგენის სატყეო უბანში - 12 მ3 (სულ 99 მ3) II ხარისხის (საშეშე) მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფების გამოყოფა.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის, ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.

3. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

4. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) -1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი