„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017981
  • Word
2004
04/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017981
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2004

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი)  უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,„ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ 205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადა ცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება .

2.   ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის საკომპრესორო სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობისა და  ექსპლუატაციის   მიზნით  გამოყენება.

3. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                            ი. ღარიბაშვილი