დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2000 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017977 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2000
2014 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - საქართველოს სოლიდარობის ფონდს, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ სარგებლობაში გადასცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ავტომანქანა „CHEVROLET CRUZE“ სახელმწიფო ნომრით - ZZI-954.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები