სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017973
  • Word
1989
03/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017973
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 89

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 755 656 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი)ლარი, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 2 617 406 (ორი მილიონ ექვსას ჩვიდმეტი ათას ოთხას ექვსი) ლარი, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 99 200 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი) ლარი, ხოლო სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის სამშენებლო მასალების შესაძენად - 39 050 (ოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაათი) ლარი, კერძოდ:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 1 374 988 (ერთი მილიონ სამას სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა) ლარი;

ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტს - 605 776 (ექვსას ხუთი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 599 676 (ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 6 100 (ექვსი ათას ასი) ლარი;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად -223 393 (ორას ოცდასამი ათას სამას ოთხმოცდაცამეტი) ლარი;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 165 511 (ას სამოცდახუთი ათას ხუთას თერთმეტი) ლარი;

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს -150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 144 500 (ას ორმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი;

ვ) მესტიის მუნიციპალიტეტს - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად - 109 338 (ას ცხრა ათას სამას ოცდათვრამეტი) ლარი;

ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს - 51 050 (ორმოცდათერთმეტი ათას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის: სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის სამშენებლო მასალების შესაძენად - 39 050 (ოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;

თ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 32 832 (ოცდათორმეტი ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარი;

ი) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი;

კ) ვანის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით - 12 140 (თორმეტი ათას ას ორმოცი) ლარი;

ლ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით -8 628 (რვა ათას ექვსას ოცდარვა) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების, გაბიონების, ბეტონის საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ამბროლაურის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ქალაქ ზუგდიდისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში , სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავისა და ვანის მუნიციპალიტეტებმა , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონგამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

5. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლება მიეცეთ, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხები მიმართონ 2014 წლის განმავლობაში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                 . ღარიბაშვილი