საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017970
  • Word
1986
03/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017970
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 86

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 23 -ე კილომეტრზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 2014–2015 წლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. დეპარტამენტმა , შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის   საავტომობილო გზის  23 -ე კილომეტრზე ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების საპროექტო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო საზედამხედველო მომსახურების განხორციელება - შესაბამისი წლისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები  ჩატარდეს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4.   საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს  2015   წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოები ს სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის  საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი                                                     . ღარიბაშვილი