„ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები შრომა ურეკის საავტომობილო გზის მე 10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №587 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები შრომა ურეკის საავტომობილო გზის მე 10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №587 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017969
  • Word
1985
03/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017969
„ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები შრომა ურეკის საავტომობილო გზის მე 10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №587 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 85

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი  მნიშვნელობის  ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის  მე‑10 კმ-ზე  მდ. სეფაზე  არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისი587 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის მე‑10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისი587 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი), 2013–2014 წლებში, უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის მე‑10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული  სახიდე  გადასასვლელის  ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვა.“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11 . დეპარტამენტმა,  2014-2015 წლებში, უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ნატანები‑შრომა‑ურეკის საავტომობილო გზის მე‑10 კმ-ზე მდ. სეფაზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის (მისასვლელი გზებით) სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“;

გ)   მე-2,  მე-3  და მე-4 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2014 წელს განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

3. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების 11 პუნქტით გათვალისწინებული და 2015 წელს განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული  საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი, სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.“.

პრემიერ-მინისტრი                                                ი . ღარიბაშვილი