საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017966
  • Word
1981
03/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017966
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 81

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა  და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის მიზნით შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია), შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;

ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

ლევან იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ნათია მიქელაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გიორგი ბაქრაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მაია ბითაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ხმალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

დავით ლომიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი გეგეჭკორი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე .

კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2.  კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

მაია ბაქრაძეს ა(ა)იპ − ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი საბჭოს წევრს;

შოთა გეწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს;

ნინო ქადაგიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს;

თამარ გვარამაძეს ა(ა)იპ − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;

ნათია გორგოძეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნ-ველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსს.

3. დამტკიცდეს  კომისიის თანდართული დებულება.

პრემიერ-მინისტრი                                            ი. ღარიბაშვილი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. კომისია თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

1. კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, კონცეფციების შემუშავება;

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის ფარგლებში სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

    მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა

1.  კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემასთან დაკავშირებული საქართველოს სამინისტროების საპარლამენტო მდივნები. კომისიის შემადგენლობაში, ასევე, შეიძლება შედიოდნენ სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

3. კომისიის საქმიანობაში,  კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სპეციალისტები, მეცნიერები.

    მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად  კომისია უფლებამოსილია:

1.  კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.

2. კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ხმათა უბრალო უმრავლესობით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.

    მუხლი 5.  კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს  კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის სხვა წევრი.

4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს  კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებას და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფას და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

    მუხლი 6. კომისიის უფლებამოსილების ვადა

კომისია იქმნება განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე.