საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017954
1961
31/10/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017954
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1961

2014 წლის 31 ოქტომბერი    

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების  ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „ინვესტ კაპიტალს“ (ს/კ №205284324) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება, შპს „ინვესტ კაპიტალის“ საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართ №2-ში მითითებული უძრავი ქონების  სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ინვესტ კაპიტალი“ უარს იტყვის სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი დასკვნებით დადგენილ,  №1 და №2  დანართებით  განსაზღვრული უძრავი ქონების  საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის – 23 746 (ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის  ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ი. ღარიბაშვილი