საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1961
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017954
1961
31/10/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
000000000.00.003.017954
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1961

2014 წლის 31 ოქტომბერი    

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონების  ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „ინვესტ კაპიტალს“ (ს/კ №205284324) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება, შპს „ინვესტ კაპიტალის“ საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართ №2-ში მითითებული უძრავი ქონების  სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ინვესტ კაპიტალი“ უარს იტყვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი დასკვნებით დადგენილ,  №1 და №2  დანართებით  განსაზღვრული უძრავი ქონების  საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის 23 746 (ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის  ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ი. ღარიბაშვილი