დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის №15/11/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1960 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017953 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19 60
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის №15/11/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის №15/11/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა: შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 2002 (ორი ათას ორი) აბონენტის გაზიფიცირება (პოტენციური აბონენტის შექმნა) ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, შემდგომში მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაებას გაზსადენის საერთო ქსელში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| № | მუნიციპალიტეტი | ქალაქი/სოფლები | პოტენციური აბონენტი |
| 1 | სამტრედია | სოფლები: ღანირი, ჭაგანი, ხუნჭულაური, ნაბაკევი, კულაში, ჩხენიში, ნინუაკუთხე, მიწაბოგირა, ახალსოფელი, პატარა ეწერი, იანეთი, დიდი ჯიხაიში, ოქტომბერი, ზედა ბაში, შუა ბაში, ქვედა ბაში, მეორე ეწერბაში, ზედა ეწერი, ქვედა ეწერი | 1202 |
| 2 | ადიგენი/ახალციხე | ქ. ვალე, სოფელი არალი | 800 |
ჯამი: 2002
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები