საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016159
119
13/11/2014
ვებგვერდი, 14/11/2014
300300000.22.025.016159
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №119

2014 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 145 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  ექსპორტიორი, გარდა იმ ექსპორტიორისა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს წარმოების ან განაწილების ლიცენზიატს, ვალდებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს  საბანკო გარანტია შესასყიდი  გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული გარანტიის წარდგენის ვალდებულება ექსპორტიორს უჩნდება ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის დღიდან. ამასთან, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში საბანკო გარანტია ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი უნდა იქნეს ექსპორტის დაწყების დაგეგმილ თარიღამდე არანაკლებ 12 სამუშაო დღით ადრე. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და  საქართველოში  ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრ-გარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ექსპორტის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობისა. გარანტიის ოდენობა, მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ექსპორტიორს მისი წერილობითი მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.  გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექსპორტის დასრულების თვის მომდევნო 45 კალენდარულ დღეს. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ექსპორტიორი ვალდებულია მიუსადაგოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ექსპორტიორს მიერ საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. სახელშეკრულებო ღირებულების შემცირების შემთხვევაში ექსპორტიორი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის უზრუნველყოფილი თანხის შემცირება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ექსპორტიორის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის,  აგრეთვე საბანკო გარანტიის დაბრუნების, ცვლილების, ვადის ამოწურვის,  გამოყენების ან გაუქმების შესახებ. მხარეთა შეთანხმებით საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება ექსპორტიორს არ დაეკისრება გარანტიის ოდენობის შესაბამისი  თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში"."

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე