დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.022.016887 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი – 190040000.22.022.016285) პირველი პუნქტის: |
1.
1.14. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.14. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ტესტირების ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტესტირების პერიოდში – თითოეული გამოსაცდელი პირის ერთ საგანში/თითოეულ ელექტრონულ ტესტირებაში მომსახურება – 0,30 ლარი“. |
2.
1.14. ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.15. ქვეპუნქტი:
„1.15. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა - ერთ დღეში მომსახურება თითოეულ კომპიუტერზე - 0,50 ლარი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები