ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 220010030.18.011.016150
114/04
12/11/2014
ვებგვერდი, 12/11/2014
220010030.18.011.016150
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №114/04

2014 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის ფილიალებში არსებული ინფორმაციის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის N181 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე ფასების დაწესებისა და მათი შემდგომი გაცემა–რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 14 ივლისის N200 ბრძანება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გაზეთ „ბანკი პლუსის“ გამოცემის შეწყვეტისა და ჟურნალ „ბანკის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივლისის N212 ბრძანება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 27 თებერვლის N52 ბრძანება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფილიალების პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 27 თებერვლის N53 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე