დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016140 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2014 - 31/07/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა ტესტირებისას მინიმალური ზღვარი განისაზღვროს 60%-ით. |
| მუხლი 5 |
დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:
ა) უმაღლეს, საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარს; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას; დ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარებს; 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) საკრებულოს რეგლამენტი; თ) საკრებულოს აპარატის დებულება. 3. სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) ცოდნა. |
მუხლი 2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპენტენციებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. |
მუხლი 3.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის.
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა წინამდებარე დანართის პირველი მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. |
მუხლი 5.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის (ან მაგისტრთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში და კერძო სტრუქტურებში; გ) მონაცემთა ბაზებთან და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა; ვ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებას (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა); ზ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ზ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ.ბ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. 2. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში მოეთხოვება:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, ბაკალავრის (ან ბაკალავრთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში და კერძო სტრუქტურებში; გ) სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; დ) ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა; ვ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ზ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. თ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: თ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ.ბ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; 3. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საოქმო საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ე) ოფიციალური დოკუმენტების შედგენის გამოცდილება; ვ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. ზ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ზ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. 4. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა; ე) სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ვ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. ზ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ზ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ.ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; 5. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – ორგანიზაციულ საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. 6. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – ვებმენეჯერს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) MYSQL; JavaScript (Ajax; jQuery). HTML; CSS პროგრამირების ენის ცოდნა საწყის დონეზე; ე) Adobe Photoshop-ის საწყის დონეზე ცოდნა; ვ) სოციალური ქსელების მართვის, ადმინისტრირების გამოცდილება; ზ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. 7. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – მდივან-რეფერენტს მოეთხოვება: ა) საშუალო-პროფესიული განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება. |
დანართი №2
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს |
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) „საქართველოს კონსტიტუცია“; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ბ) ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; გ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი: დ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი: ე) ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი: ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირება; |
მუხლი 2.
გამგებლის წარმომადგენელი |
1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო, ტექნიკური, სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) ასაკი - არანაკლებ 23 წელი. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 3.
განყოფილების უფროსი |
1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
გამგებლის თანაშემწე |
1. გამგებლის თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
სამსახურის წამყვანი სპეციალისტი |
1. სამსახურის წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 7.
სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
1. სამსახურის უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება, სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 8.
სამსახურის სპეციალისტი |
1. სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები