დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016117 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №52
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის N2 დადგენილებაში (სსმ, 27/01/2012, 010240010.32.061.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში- დევნილთა საქმეების დეპარტამენტი) მეშვეობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. “.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე2 პუნქტი:
„ე2) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“.
6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას და ამ მიზნით დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ქმნის გამწვევ კომისიას და ხელმძღვანელობს მას.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები