დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016116 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №51
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ, 27/11/2013 010240010.32.061.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში-დევნილთა საქმეების დეპარტამენტი) მეშვეობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“;
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით ასევე, სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები