დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/11/2014 - 16/04/2020)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №50
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 142 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში-წარმომადგენლობა) მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა განახორციელოს წარმომადგენლობის მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 18 დეკემბრის №27 დადგენილება.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები