ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 480040000.10.003.018243
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
623
11/11/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
480040000.10.003.018243
ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2014 - 03/08/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №623

2014  წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ შეხვედრებთან (ვიზიტებთან)  დაკავშირებით  გასატარებელი ღონისძიებების მოწესრიგების მიზნით:

მუხლი 1
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა განახორციელონ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული პირების, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების  ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დახვედრისა და გაცილების ცერემონიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობას.
მუხლი 2
ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული პირები საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსალოდნელი ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ვიზიტის დაგეგმვისთანავე.
მუხლი 3
სახელმწიფო  ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ახორციელებს ასევე იმ თანამდებობის პირების, აგრეთვე, მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს იმ ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ დადგენილების დანართით.
მუხლი 4
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთა ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 5
საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, აგრეთვე,  მათი მოადგილეები უზრუნველყოფენ მათი მონაწილეობით ან/და ხელმძღვანელობით განხორციელებული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების)  შესახებ (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) ინფორმაციისა და ოფიციალური შეხვედრის საუბრის ჩანაწერის წარდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრის (ვიზიტის) დასრულებიდან  5 სამუშაო დღეში.
მუხლი 6
იმ   შემთხვევაში,   თუ   ოფიციალურ   შეხვედრაში   მონაწილეობს   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული საუბრის ჩანაწერის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
იმ პირთა ნუსხა, რომელთა ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე;

ე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

თ) საქართველოს პრეზიდენტის  თანაშემწე ეროვნული   უშიშროების   საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ი) საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები;

კ) გენერალური აუდიტორი;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი;

მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

ნ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

ო) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

ჟ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

რ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ს) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

ტ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

უ) ქ. თბილისის მერი;

ფ) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ქ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ღ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

ყ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.