„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018242
622
10/11/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
240140000.10.003.018242
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №622

2014 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ  – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ,  უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის1, 2,3, 4, 5 და 1  ქვეპუნქტები:

„დ1) სალიზინგო პროექტი - პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს (ლიზინგის საგნის პოტენციური მიმღები) შორის შეთანხმებული პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სალიზინგო საგნის გაცემას ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, გარდა ისეთი სალიზინგო პროექტისა, რომლითაც ლიზინგის გამცემი მეწარმე სუბიექტისგან იძენს ლიზინგის საგანს, შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ მასზე საკუთრების უფლების დაბრუნების მიზნით ან/და ისეთი სალიზინგო პროექტისა, რა დროსაც ხდება ლიზინგის მიმღებისათვის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ან/და უძრავი ქონების ლიზინგით გადაცემა ან/და სალიზინგო საზღაურის გადახდა პროდუქციით;

2) სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;

3) ლიზინგის საგნის ღირებულება - ლიზინგით გადასაცემი ქონების  საწყისი ღირებულება და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტის და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი;

4) პარალელური ლიზინგი - ერთი და იმავე ლიზინგის გამცემის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე ინდუსტრიაში, ერთსა და იმავე ბენეფიციართან შეთანხმებული ერთზე მეტი სალიზინგო პროექტი;

5) ლიზინგის საგანი - ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ფარგლებში ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება და დამატებითი მომსახურება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგნის ტრანსპორტირება, მართვა, დაზღვევა, საგარანტიო მომსახურება, რემონტი და ლიზინგის საგანთან დაკავშირებული სხვა მსგავსი მომსახურება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1) ლიზინგის გამცემი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე  ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს);“;

ბ) პირველი მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) რეფინანსირება - ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე‑4 მუხლით და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში ან პროგრამის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის და 61 მუხლით გათვალისწინებული პირობებით გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადატანა პროგრამის მონაწილე სხვა ლიზინგის გამცემთან.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის, უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას;

ბ) კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას;

გ) პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას;

დ) სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვას.“;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სააგენტოს, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და კომერციულ ბანკს შორის, ასევე, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“;

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8  და მე-9 პუნქტები:

,,8. სააგენტოსა და ლიზინგის გამცემს შორის, ასევე, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

9. ლიზინგის გამცემი, ამ პროგრამის და ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია ლიზინგით გასცეს ლიზინგის საგანი.“;

ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს კრედიტის და ლიზინგის  მიმართულებებს. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს ისარგებლოს ერთდროულად მხოლოდ ერთი მიმართულებით.“;

ზ) მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 პუნქტი:

,,11. კრედიტის მიმართულება მოიცავს:

ა) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური  საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

ბ) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით.“;

თ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კრედიტის მიმართულების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა, ხოლო, არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოების უზრუნველყოფას შემდეგი პირობებით:

ბ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

ბ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება;

გ) არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოებას შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.“;

ი) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,3. ლიზინგის მიმართულება მოიცავს სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

4. ლიზინგის მიმართულების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას, ლიზინგის საგნის გაცემიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლისა, ხოლო, არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა;   

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოების უზრუნველყოფას შემდეგი პირობებით:

ბ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - შემოთავაზებული წარმოების წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

ბ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - შემოთავაზებული წარმოების წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება;

გ) არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, ლიზინგის საგნის გაცემიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოებას შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - შემოთავაზებული წარმოების წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - შემოთავაზებული წარმოების წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

5.  პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია ფინანსურ კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისთვის/ლიზინგის გამცემისთვის ან/და პროგრამის ბენეფიციარებისთვის, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.“;   

მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 30 (ოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის ვალდებულების წარმოშობის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით.“;

ლ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარზე გაცემული კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობისთვის გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან;“;

მ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

,,მუხლი 61. ლიზინგის გამცემთან ურთიერთობა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი, ამ პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით სალიზინგო პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას აწვდის სააგენტოს, რომელიც ადასტურებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ან მოტივირებულ უარს აცხადებს სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებაზე. 

2. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან  12 (თორმეტი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან  24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.   

3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში ლიზინგის გაცემის დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთი და იგივე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა არ აღემატება 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

4. ლიზინგის გამცემის მიერ, სალიზინგო პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 250,000.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არა    უმეტეს 15 (თხუთმეტი) პროცენტი;

ბ) 250,000.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) პროცენტი;

გ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტი.

5. სააგენტო ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ლიზინგის გამცემისთვის გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

6. ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მოცულობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ღირებულების მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსური კომპონენტის ლიზინგის მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

8. ლიზინგის გამცემთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების  0.1%-ს;

ბ) ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში,  წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში წინსწრების საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-ს;

გ) პროგრამის ბენეფიციარი  ვალდებულია ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვამდე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ;

დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში,  ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ გადასახდელ, ვადაგადაცილებულ სალიზინგო საზღაურზე დაარიცხოს პროგრამის ბენეფიციარს ჯარიმა/პირგასამტეხლო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნულ მთელ და ერთ მეათედ) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) გაცემული  სალიზინგო პროექტის სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია გამოიყენოს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მომენტისათვის დადგენილი რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური განაკვეთები;

ვ) სალიზინგო პროექტის პროგრამით დადგენილი პირობების დარღვევით გაცემის ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიზინგის გამცემს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმა.“;

ნ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“;

ო) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება  სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის, ლიზინგის გამცემის და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული  ვალდებულებების შესრულება;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს სააგენტოს მიერ თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის გადმოცემის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება წყდება;  

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული კრედიტის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტის მიზნობრიობის დარღვევა.”;

პ) მე-10 მუხლს, პირველი პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 პუნქტი:

,,11. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება  სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ჟ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“;

რ)  მე-12 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2014 წელს ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 10 000 000 (ათი მილიონი) ლარით, ხოლო 2015 წლიდან პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტის კანონით.“;

ს) 121 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საკონკურსო კომისია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეკონომიკური საბჭოს აპარატის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე) და რომელიც უფლებამოსილია კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის შერჩევის პროცედურის განხორციელებაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი