დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016252 |
|
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის ¹36 დადგენილების (სსმ 07/11/2014 010250020.35.160.016246) პირველი პუნქტით დამტკივებულ დანართში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები |
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით. 3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. 4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით. 6. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.
|
თავი II
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები. |
მუხლი 2.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები |
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება; ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება. გ) ტრანსპორტის განყოფილება. 2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას; ბ) დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას; გ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადება და მერისთვის წარდგენას; დ) ქალაქის კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას; ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საჭირო წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე დაქვემდებარებულ სფეროებში განხორციელებული პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემების, სახურავების შეკეთების, შემინვის, კაპიტალური და მიმდინარე რემონტების, დასუფთავების სამუშაოების ორგანიზებას; 3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზებას,საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას; ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; დ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; ე) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; ვ) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა; თ) სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამუშაოების და/ან მომსახურების უზრუნველყოფა. ი) ქალაქის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგს, აღდგენა-რეკონსტრუქციასა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას; კ) გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; ლ) შადრევან-აუზების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას; მ) საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას; ნ) საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადებას, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღებას; ო) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ჟ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; რ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საერთო სარგებლობის ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებას, ორგანიზებას, მართვასა და რეგულირებას; ბ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების სრულყოფას; გ) ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას; დ) მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვა და მგზავრობის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას; ე) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია -განვითარების ღონისძიებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობას ; ვ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით , საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; ზ) თვითმამრთველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული საწარმოების საქმიანობის კოორდინაციას; თ) საერთო სარგებლობის გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას, საკრებულოში დასამტკიცებლად მათი წარდგენას, ხოლო შემდგომში მათი დანერგვას და შესრულებას; ი) ქალაქის მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემის შემუშავება და დასამტკიცებლად საკრებულოში წარდგენას, მისი პერიოდული შესწავლას და სქემების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და/ან საკრებულოს სამართლებრივი აქტებით თუ დავალებებით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას. 5. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, რაიონის გამგეობისაგან, ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან; ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი წესით განსაზღვროს შესასრულებელი ანაზღაურებადი სამუშაოების ნუსხა; გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები ტერიტორიაზე განლაგებული შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებისაგან და დაწესებულებებისაგან; ე) თავისი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგად მოთხოვნებს. |
მუხლი 3.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება |
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი;
2. სამსახურის შესაბამის განყოფილებებს ხელმძღვანელობს -განყოფილების უფროსები, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს, ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურსათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს; ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ) პასუხისმგებელია მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ–ერთი უფროსი. |
თავი III
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფლებები და მოვალეობები |
მუხლი 4.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილებებია |
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. |
მუხლი 5.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოვალეობები |
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს. ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. |
თავი IV
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები |
მუხლი 6.
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა |
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. |
თავი V
დასკვნითი დებულებები |
| მუხლი 7 |
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები