„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016251
41
07/11/2014
ვებგვერდი, 12/11/2014
010250020.35.160.016251
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის  8 აგვისტოს №9 დადგენილების  (სსმ12/08/2014 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულება“  'შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მერიის  სტრუქტურული ერთეულებია :

ა)   მერიის ადმინისტრაცია;

ბ)   ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;

გ)   საფინანსო-საბიუჯეტოსამსახური;

დ) შიდა აუდიტის სამსახური;

ე)   საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური;

ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ზ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

თ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ)   სახანძრო დაცვის სამსახური;

ლ) არქიტექტურის სამსახური“

ბ)  მე-12 მუხლის მე-4, მე-5, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ქონების მართვა,   რეგისტრაცია და კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.

5.ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა და გეგმვისა და  ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება - განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მოსახლეობის  მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება - წარდგენა.

11. არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, ქალაქის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება, შენობა -ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება; ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა. პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით.

12.მერიის  სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე