დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016148 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცნობა დირექტორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.“. 2. მე-2 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. მისამართის ცვლილების ან/და ახალი ფილიალის/სერვისცენტრის გახსნის შემთხვევაში მისომ უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, და „თ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მისოს რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია გაუქმდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მაშინ მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც მას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი საქმიანობის უფლება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები