ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.171.016034
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
07/11/2014
ვებგვერდი, 12/11/2014
010340000.35.171.016034
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/11/2014 - 05/10/2015)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებას თანდართული დებულების   მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე



დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თავი I
ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, IV და VI თავები). 


მუხლი 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

თავი II
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

მუხლი 3. აპარატის უფროსი 
აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 4. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


თავი III
მუნიციპალიტეტის მერია

 


მუხლი 6. მერის თანაშემწე
მერის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 7. მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი
მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 8. მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი
მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.