დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016198 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/11/2014 - 05/06/2015)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-8-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ატესტაციისა და კონკურსის პროცესში მოხელის (კანდიდატის) პროფესიული ცოდნის და უნარების შეფასებისათვის. |
მუხლი 2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა და სავალდებულოა კონკურსს (ატესტაციას) დაქვემდებარებული ყველა საჯარო მოხელისათვის;
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები გულისხმობს ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ქონას და შემდეგი საკითხების ცოდნას: ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - გამგეობის სამსახურების დებულებები; |
მუხლი 3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა გამგეობის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებით დგინდება სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც;
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების №1 დანართით. |
მუხლი 4.
მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი |
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს პასუხების 55%-ით; |
მუხლი 5.
დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული აქტები |
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის N34 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.152.016141); |
მუხლი 6.
დადგენილების ძალაში შესვლა |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები