დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის N–20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016147 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის, ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდევინების წესის შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 21/10/2010 სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.103.016003). |
1.
ამოღებულ იქნას პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი; |
2.
ამოღებულ იქნას მესამე მუხლის მე-4 ქვეპუნქტი; |
3.
ამოღებულ იქნას დანართი №4 და დანართი №5; |
4.
დადგენილების დანართი №1-ში მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6.მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდა ხდება წინასწარ, ნებართვის გაცემამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მომსახურე ბანკში. ერთიანი საგადასახადო ანგარიში (კრედიტი)-200122900 სახელმწიფო ხაზინა.ბანკის კოდი-220101222, მიმღები სახაზინო კოდი 300413189. |
5.
დადგენილების დანართი №3-ში, მე-3 მუხლის მ-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის კომლების მიხედვით ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისათვის, სხვადასხვა სახის მეწარმეთათვის და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართის (ან მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე) და ნარჩენის გატანის ღირებულების კომბინაციით. ა) ერთ კომლზე –2(ორი) ლარი. ბ) ორგანიზაციების, დაწესებულებებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ნებისმიერი ფორმის მეწარმეთათვის შემდეგი სახით:
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x C x k :12 მაგ: M = 0,04 x 10 x 1:12 M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე) შესაბამისად: M ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე(ადგილი,საწოლი,მოსწავლე). M-- არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბამეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში. N-- ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში. C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება. K - დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა. |
6.
დადგენილების დანართი №3-ში, მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
მუხლი 5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. ერთიანი საგადასახადო ანგარიშზე (კრედიტი)-200122900 სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი-220101222, მიმღები სახაზინო კოდი 300413189. |
7.
დადგენილების დანართი №3-ში, მე-6 მუხლის, მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდევინების პერიოდულობა 6. ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით ტურიზმი სვანეთში იყოფა ორ ძირითადად სეზონად: ზამთრის(ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) და ზაფხულის (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) სეზონებად. დადგენილებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტურისტული ნაკადის ზეგავლენა ნარჩენების წარმოქმნაზე. მოსაკრებლის ტარიფთან დაკავშირებით.ზამთრის სეზონისათვის ტურიზმთან დაკავშირებული ობიექტების გადასახადები უნდა შემცირდეს 50%. |
8.
დადგენილების მე- 6 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი.
7. დადგენილება ამუშავდეს კანონმდებლობის შესაბაბისად მომსახურების წარმოქმნის მომენტიდან. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები