სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017948
  • Word
1955
31/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017948
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1955

 2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „საქართველოს მიწის კორპორაციისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე 77229 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№40.12.41.027); აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე 60572 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№40.12.41.022) და დანართ №1-ში მითითებული აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №404469856).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №40.12.41.022 და №40.12.41.027) ან მათ ნაწილზე არანაკლებ 600 (ექვსასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის ან ფერმების კომპლექსის მშენებლობა შემდეგი გრაფიკით:

ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 300 (სამასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა ან ფერმების კომპლექსი;

ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 600 (ექვსასი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა ან ფერმების კომპლექსი;

გ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება შემდეგი გრაფიკით:

გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 300 (სამასი) სული;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 600 (ექვსასი) სული;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წლის განმავლობაში დანართ №1-ში მითითებული აბაშის რაიონში, ანჯელის მასივშიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ყოველწლიურად მრავალწლიანი ან/და ერთწლიანი კულტურების მოყვანა და ამავე მიზნით საჭირო აგროტექნიკის შეძენა;

ე) ამ პუნქტის ,,ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის ვადაში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკით:

ე.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასიათასი) აშშ დოლარი;

ე.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარი;

ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში ამ განკარგულების დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი უძრავი ნივთის (ს/კ №40.12.43.018; №40.12.41.025) ნაწილის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „საქართველოს მიწის კორპორაციამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი