იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1944
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017937
  • Word
1944
30/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017937
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1944

 2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის მოწონების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომშისამინისტრო) მიერ წარმოდგენილი პროექტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ (შემდგომში პროექტი).

2. სამინისტრომ, პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს 2014-2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მიმართოს 6 31 882,50 (ექვსას ოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაორი ლარი და 50 თეთრი) ლარი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი მუნიციპალიტეტების ინფორმირება.

5. ეთხოვოს შესაბამის მუნიციპალიტეტებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებული საველე ჯგუფებისათვის სამუშაო ფართების გამოყოფა.

6. დაევალოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტის შესრულების მიმდინარეობისას, სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მას გაუწიონ ყველა საჭირო დახმარება, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

7. დაევალოს სამინისტროს წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ.

8. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 ნოემბრიდან .

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი