დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1940 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017933 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1940
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2011 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ № 25-ში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან (შემდგომში - სასტუმრო) გამოსახლებული დევნილი ოჯახებისათვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად მიიმართა:
ა) 256 680 (ორას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №631 განკარგულების თანახმად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან;
ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ველაჯიოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის №19/07/05 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ნაწილი.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სასტუმროდან გამოსახლებული 97 ოჯახის მიერ სასტუმროში ფაქტობრივად დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით საკომპენსაციო თანხის (ოთახზე 14 260 (თოთხმეტიათას ორასსამოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოუყოს 1 031 020 (ერთი მილიონ ოცდათერთმეტი ათას ოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, განსაზღვროს სასტუმროში მცხოვრები ოჯახებისათვის გასაცემი თანხის ოდენობა, აღნიშნული ოჯახებისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მიმღებად, თითოეული ოჯახიდან განისაზღვროს ერთი სრულწლოვანი პირი, მასზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უფლებამოსილების (თანხის მიღებაზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ნოტარიული თანხმობა) საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები