დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 16/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.002.166 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი, მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან სხვა კანონიერ საფუძველზე 3 თვეზე მეტი ვადით, ითვლებიან საქართველოში დროებით მყოფებად და ვალდებული არიან დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები და ქვეყანაში მათი ყოფნის ვადის ამოწურვისას გაემგზავრონ საქართველოდან.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი 321. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნა
თუ 2006 წლის 1 ივნისამდე უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2631–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები