ქ.ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქ.ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017931
  • Word
1938
30/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017931
ქ.ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1938

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ.ფოთში,ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების  შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისგანვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებული სარეკლამო ვიდეოკლიპის დამზადების, გავრცელების, პოპულარიზაციის, რეკლამირებისა და საპრეზენტაციო ღონისძიებების მოწყობის, ასევე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014-2015 წლებში საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტები თა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                    ი . ღარიბაშვილი