შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1937
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017930
  • Word
1937
30/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017930
შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1937

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს  „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით  გადაცემაზეთანხმობის მიცემის შესახებ

1.  სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ   შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანის“  (საიდენტიფიკაციო კოდი - 205280845) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 (სამი) წლით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბანში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 43140 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -  №81.12.20.474).   

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის  ჭაბურღილის ექსპლუატაციის   მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების   მიზნით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ   განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                             ი. ღარიბაშვილი