დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1935 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017928 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1935
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებ ით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ემუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ (ს/კ 202258243) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 (ცხრა) თვის ვადით, გადასცეს თიანეთის მუნიციპალიტეტში , სასადილო სიონის მონაკვეთის მე-9 კილომეტრის მიმდებარედ არსებული 20 828 კვ.მარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისმიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 73.12.22.051).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საიჯარო ქირა, იჯარის ვადისგანმავლობაში, განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
3. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები