ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1934
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017927
  • Word
1934
30/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017927
ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება1934

2014 წლის 30ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ.ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით  ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები.

2. ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი №1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი

დანართი №1

ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის თანათავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  - კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე - კომისიის წევრი;

სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი - კომისიის წევრი;

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“  გენერალური დირექტორი -  კომისიის წევრი;

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი.

დანართი №2

ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის, წინადადებათა შეფასების და საუკეთესო კანდიდატის გამოვლენის მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვა და წარმოდგენილ წინადადებათა შეფასება;

ბ) წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა.

2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს მთავრობას მოსაწონებლად.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე 

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

    მუხლი 4. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის თანათავმჯდომარის ინიციატივით .

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თანათავმჯდომარე .

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5 . კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.