სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1933
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017926
  • Word
1933
30/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017926
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1933

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირი N45-ში არსებული 1861.00 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N43.31.55.491) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე  პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობითMcDonald's-ის  სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და  აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ;

გ) ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არა უმეტეს 24 თვის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 30  (ოცდაათი) ადამიანის (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა ) დასაქმება არანაკლებ  2  (ორი) წლის ვადით.

3. შპს „თ და კ რესტორნები“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატი­ზე­ბო პირობებ ის  შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულე­ბის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნვე­ლ­საყოფად) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ინვ ს­ტი­ციის ოდენობის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხ­მო­ბი საბანკო გარანტი , რომლის მოქმედების ვადაც  საინვესტიციო ვალ­დებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  არანაკლებ 3 (სამი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი