საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1932
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017925
  • Word
1932
29/10/2014
ვებგვერდი, 11/11/2014
000000000.00.003.017925
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება1932

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ლ.  საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის  მიერ  სახელმწიფო  შესყიდვების გამარტივებული  შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის  წინააღმდეგ  ბრძოლის გლობალურ ფონდთან  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული გრანტის - ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის  ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს ექსპერტთა მომსახურების შესყიდვა.

2.  ამ  განკარგულების  პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ შესყიდვაზე, „გამარტივებული შესყიდვის,  გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და  ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის  7  აპრილის  №9  ბრძანებით  დამტკიცებული  წესის  მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ექსპერტებთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს წინასწარი ანგარიშწორება საბანკო  ან/და  სხვა  სახის  გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                ი. ღარიბაშვილი